სახალხო დამცველმა დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა
სახალხო დამცველმა შპს „ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა.
ნინო ლომჯარიამ 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა აღნიშნული კომპანიების დირექტორებს და მოუწოდა, რომ მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.
სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.
„საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“. მსგავს პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა. ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ასევე, სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 საბერძნეთში გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს - წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა
🔵 დოლარის და ევროს კურსი გათანაბრდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას?
1773914958
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...
1773913580
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...
1773911789
საზოგადოებასაქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ამის თაობაზე ვკითხულობთ იეზიდთა სა...
1773911561
ახალი ამბებიკვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს
კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, -...
1773909987
ახალი ამბებიდეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია
საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტაძარი ღი...


























