სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1784181513
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად
საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსად...
1784180801
საზოგადოებაამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა
სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრო...
1784180108
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები
მმართველ გუნდში ეხმაურებიან ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება. გვ...
1784179196
საზოგადოება16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება. ვიზიტის...
1784177397
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში
ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავი...


























