The Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს
ნეონაცისტი, რომელიც აცხადებს, რომ ტრანსგენდერია, გერმანიაში ქალთა ციხეში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეჭვმიტანილია გენდერული თვითიდენტიფიკაციის კანონმდებლობის დაცინვაში, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
„მარლა-სვენია ლიბიხი, რომელიც მამრობითი სქესის დაიბადა და „სვენი“ ერქვა, სანამ საკუთარ თავს ქალად დაარეგისტრირებდა, ოთხშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქსონიის ქალაქ ქემნიცის ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, რომელიც აქციებზე ნაცისტური სტილის ფორმაშია გადაღებული, გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მან თავი აარიდა სხვა ქალთა საპატიმროში გამოცხადებას, სადაც 2023 წელს ცილისწამებისა და სიძულვილის გაღვივების გამო მისჯილი წელიწადნახევრიანი პატიმრობა უნდა მოეხადა“, - წერს გამოცემა.
The Telegraph-ის ცნობით, ოლაფ შოლცის ცენტრისტული კოალიციის მიერ გატარებულმა რეფორმებმა გაამარტივა ოფიციალურ დოკუმენტებში ადამიანის სახელისა და სქესის შეცვლის პროცედურა. ლიბიხი, რომელიც ახლა საზოგადოებაში ქალის ტანსაცმლითა და ულვაშებით ჩნდება, აცხადებდა, რომ სქესის შეცვლა და სასჯელის ქალთა ციხეში მოხდის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მამრობითი სქესის პატიმრების მხრიდან „დისკრიმინაციის“ თავიდან აცილებას.
გერმანიის ციხეების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ ლიბიხის ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მის ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს.
1784183883
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დაკავებული მამაკაცი...
1784182171
სპორტიმსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება
2026 წლის 19 ივლისს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება. მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი იბრძოლებენ. არგენტინელებმა ნახევარფინალში 2-1 ინგლისი დაამარცხეს, ხოლო...
1784181888
საზოგადოებამაია ბითაძე გვარამიას განცხადებაზე: განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება, შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტრაგიკული უწოდა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის წუხდა, რო...
1784181513
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად
საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსად...
1784180801
საზოგადოებაამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა
სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრო...


























