პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს

ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ.

„მიხარია, რომ დღეს ამ შთამბეჭდავ კომპლექსში ვიმყოფები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და, რა თქმა უნდა, ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა მასში განხორციელებული და ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. ჩვენ გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი“ არის ნამდვილად გამორჩეული. დასაფასებელია ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა არის პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, ბატონ თემურს, მადლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ეს ბიზნესინიციატივა ძალიან დიდი წარმატებით შედგა და განხორციელდა. მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784183883

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დაკავებული მამაკაცი...

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

1784182171

სპორტი

მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება

2026 წლის 19 ივლისს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება. მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი იბრძოლებენ. არგენტინელებმა ნახევარფინალში 2-1 ინგლისი დაამარცხეს, ხოლო...

მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება

1784181888

საზოგადოება

მაია ბითაძე გვარამიას განცხადებაზე: განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება, შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტრაგიკული უწოდა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის წუხდა, რო...

მაია ბითაძე

1784181513

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსად...

არჩილ გორდულაძე

1784180801

საზოგადოება

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა

სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრო...

პროკურატურა