სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787557804

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმ...

დაკავება

1787556061

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. „2026 წლის 12 აგ...

ააა

1787555650

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკ...

ირაკლი კობახიძე

1787554578

ახალი ამბები

აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს, 24 აგვისტოს, გამოაცხადებს, რასაც ვაშინგტონი „მსოფლიოს ისტორიაში კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას“ უწოდებს. ამი...

 აშშ-სა და ირანს შორის

1787552113

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 3...

ამინდი