სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.

მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის შემოწმების შედეგად, სამ შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761035344

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია არასამთავრობოთა დაფინანსების სქემაზე: დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით

დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით და თითოეული იმ ტრანზაქციით, რომელიც განხორციელდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „...

ირაკლი კირცხალია

1761034683

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

საგამოძიებო სამსახურ

1761034418

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია. ამის საშუალებას არ მივცემთ

ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია, - განუცხადა ჟურნ...

ირაკლი კირცხალია

1761034226

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ქვეყანაში მოქმედებენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც დემონსტრაციულად მიყვებიან ბინძურ, დესტრუქციულ სცენარს, მაგრამ მათ წინააღმდეგ სრული სიმკაცრით მოქმედებს კანონი

ქვეყანაში მცირე რაოდენობით ექსტრემისტული ჯგუფები დარჩა, რომლებიც პირდაპირ დახელფასებული არიან; დღე არ გავა, ჩვენ არ ვნახოთ ის გზები, რითაც ხდება კანონის გვერდის ავლით მათი დაფინანსება, - განაცხადა საპ...

 ირაკლი კირცხალია

1761033540

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთ...

ირაკლი კობახიძე