პრემიერი: ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე

Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს.
ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.
გისურვებთ წარმატებებს და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდებით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1761051800
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე
დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...
1761051784
ახალი ამბებივეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...
1761050627
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...
1761050331
ახალი ამბებიქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
1761049290
საზოგადოებაგიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...