ირაკლი კირცხალია არასამთავრობოთა დაფინანსების სქემაზე: დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით

დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით და თითოეული იმ ტრანზაქციით, რომელიც განხორციელდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც ქართული „ფარას“ გვერდის ავლით არასამთავრობოთა დაფინანსების მორიგ სქემას ეხება.
„რაც შეეხება ამ სქემას, რომელიც გაიშიფრა, ამას დიდი ანალიტიკა არ სჭირდება - ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც პოულობენ სამწუხაროდ, ბრიუსელიდან. ეს არის ის არამიზნობრივი ხარჯვა, რასაც ამდენი ხანია ვამხელთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ ერთ-ერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ გამონახავდა გზებს, რომ როგორმე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო სივრცისთვის გვერდი აეარათ. სცენარი როდესაც ჩამოდის, შემსრულებელს სჭირდება თანხა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ დესტრუქციულ ძალებს არ მოაკლდეთ „საწვავი“. დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით და თითოეული იმ ტრანზაქციით, რომელიც განხორციელდა“, - განაცხადა კირცხალიამ.
„იმედის კვირის“ ექსკლუზივის თანახმად, ორგანიზაცია „ჯისიარტმა“ ევროკომისიისგან 3 მილიონამდე ლარი მიიღო. გრანტის დანიშნულების მიხედვით, თანხა მსხვერპლთა ტანჯვის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. კანონში არსებული გამონაკლისით, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციას რეესტრში რეგისტრირება აღარ ევალება. მიღებული თანხა 11 ორგანიზაციაზე განაწილდა, რომლებიც საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და ჯარიმების გადახდაში აქტიურად მონაწილეობენ. თანხა კონკრეტულმა უფლებადამცველებმაც მიიღეს.
1761043954
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1761043250
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს
სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან...
1761042874
საზოგადოებაპრემიერი: 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, ასევე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება
საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, - განაცხადა საქართველოს პრ...
1761042490
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე
Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1761041331
საზოგადოებაიანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,637.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ კი 5.1% შეადგინა
2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ა...