სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794775278

მსოფლიო

პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებ...

აქცია გაიმართა

1794773824

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად

როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794772183

მსოფლიო

პრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო

პრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო და პირადად დაუჭირა მხარი უკრაინელ ჯარისკაცებს ეტლით მოსარგებლეთა რაგბის შეჯიბრებაში. ამის შესახებ ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმ...

პრინცი ჰარი

1794769484

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, -...

მარიამ ქვრივიშვილი

1794768483

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება

ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში. ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვით...

მარიამ ქვრივიშვილი: