სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან
კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790973812

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი დასრულდა. მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ. 35-ე წუთზე ანგარიში მილოშ კე...

საქართველოს ნაკრები

1790972060

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალე...

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

1790969748

მსოფლიო

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრი...

კიევი კიევი

1790967590

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო

თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმა უნდა, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790966182

სპორტი

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის...

ნიკა ეგაძე