თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს: მრცხვენია, რომ ოდესღაც წამყვანი იყავით „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე გადაცემის მთავარი პროდიუსერი ვიყავი და თან გყვებოდით, მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და საჩივრის ფურცლებით
„მრცხვენია, რომ ოდესღაც „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით“, - ასე მიმართავს თამთა ჭელიძე, მომღერალ ირმა სოხაძეს სოციალურ ქსელში.
ჭელიძის თქმით, მას სცხვენია ამ პერიოდის და ირონიულად ეხმაურება მომღერლის მაშინდელ ქცევას და დასძენს, რომ ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმართლე.
„ეს პოსტი მხოლოდ ერთ ქალბატონს, ირმა სოხაძეს ეძღვნება. სხვებს უბრალოდ არ შევეხები… ჩემი საქმე არ არის, მითუმეტეს, მისი ოჯახის წევრები. მრცხვენია, რომ ოდესღაც „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით. მახსოვს, საკმაოდ ნორმალური ხელფასი გქონდათ და მძღოლიც ხომ კარგი იყო? მოკლედ, კარგად დაკმაყოფილებული და მოტივირებული იყავით, თუმცა… მაშინ მე მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით და გიჟი ვიყავი. იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს, აგზავნიდით და საჩივრის ფურცლებით დარბოდით, ალბათ ძალიან მონდომებული იყავით, ჩვენი არხის მაყურებელი, თქვენი საოცარი ხმის ტემბრით ხშირად რომ დაგეტკბოთ. ხოდა, ასეთი მხარდამჭერები გიმრავლოთ ღმერთმა! კიდევ ერთხელ დავამტკიცე სიმართლე. საკუთარ თავთან კარგად ავლენთ თავს, ბრავო! გვაგინეთ, ბატონო, გვაგინეთ“, - წერს ჭელიძე.
1791006463
ახალი ამბებისაარჩევნო უბნები გაიხსნა - კენჭისყრა დაწყებულია
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩე...
1790973812
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი დასრულდა. მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ. 35-ე წუთზე ანგარიში მილოშ კე...
1790972060
მსოფლიოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალე...
1790969748
მსოფლიოThe Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრი...
1790967590
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო
თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმა უნდა, 2027 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამო...






























