სამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პრო-ვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ! ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო!, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „დიფ სთეითს“ სურს და აწყობს ერების განადგურება და მარტივი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი პრინციპული პოზიციით საკუთარი თავი და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს და მშვიდობა შეუნარჩუნა.
„უარი ვთქვით გარყვნაზე, ჰომოსექსუალების გაბატონებაზე და მალევე არადემოკრატიულები დაგვარქვეს! ქართული ეკლესია დავიცავით, მის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და პრო-რუსები დაგვიძახეს! ქვეყნის დამაზიანებელი შავი ფული შევუზღუდეთ, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად და ქართველების ერთმანეთზე გადასაკიდებლად იყო გამიზნული, მანქურთ ენჯეოშნიკებს ჩვენი ტრადიციის, ისტორიის წასაშლელად უნდა გამოეყენებინათ და დასავლეთის მტრებად გამოგვაცხადეს! უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს!
მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა! სატანისტებისგან დაკომპლექტებული დიფსთეითი ბოგინებს, მას სურს და აწყობს ერების განადგურება! ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია! პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს! წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის, მერე თქვენი თავი დააყენეთ ამ მოცემულობაში და თუ სუფთა და მართალი ადამიანი ხართ, მიხვდებით ერისკაცის გმირობას! ასე რომ ქართველებო, მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვართ ერთმანეთის მეგობრები, გულშემატკივრები, პარტნიორები, მოძმეები და მოყვარეები! უფალი ფარავდეს ამაყ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს“, - წერს სამხარაძე.
1772279881
მსოფლიოფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში არსებულ ვითარებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა. „ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს...
1772277974
ახალი ამბებივახტანგ თოფურია აშშ-ის ხელმძღვანელობას: იმედია, ყველამ იცით, როგორ აკრიტიკებდა ქართული ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპს, იმედი მაქვს, მალე აღადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან და თქვენს ცილისმწამებელ პოლიტიკოსებს ნაგვის ურნაში გადაყრით
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე ვიდეოს აქვეყნებს არქივიდან, რომელშიც ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებია მოყვანილი, თუ როგორ აკრიტიკებენ და ცილს სწამებენ დონალდ ტრამპს. ანალიტიკოს...
1772277422
მსოფლიოაბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Nexta live იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ირანის სარაკეტო იერიშებზე ბაჰრეინზე...
1772274545
ახალი ამბებიირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს: მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ🔴 რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე...
1772273606
მსოფლიობაჰრეინმა აშშ-ის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიში დაადასტურა
ბაჰრეინმა განაცხადა, რომ კუნძულოვან სამეფოში აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებზე რეაგირების ფონზე. მე-5 ფ...































