რუსეთის საგარეო უწყება ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებზე: მოვითხოვთ, სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და მოითხოვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ ირანზე დარტყმებს შეიარაღებული აგრესიის არაპროვოცირებული აქტი უწოდა.
„28 თებერვლის დილით აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები დაიწყეს. ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს წინ უძღოდა სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდისტული მზადების მასშტაბი და ხასიათი, მათ შორის რეგიონში აშშ-ის დიდი სამხედრო ძალის განლაგება, რაც ეჭვს არ ტოვებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი სუვერენული და დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ასევე, დასაგმობია ის ფაქტიც, რომ თავდასხმები კვლავ ხორციელდება მოლაპარაკებების განახლებული პროცესის საფარქვეშ, რომელიც თითქოსდა მოწოდებულია, უზრუნველყოს ისლამური რესპუბლიკის გარშემო ვითარების გრძელვადიანი ნორმალიზება და რუსული მხარისთვის გადაცემული სიგნალების საპირისპიროდ, რომ ისრაელი ირანელებთან სამხედრო დაპირისპირებით დაინტერესებული არ იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას. რუსეთი, როგორც ადრე, მზადაა, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
1777313192
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...
1777312639
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...


























