ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში არსებულ ვითარებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.
„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა, ან შეარყიოს გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმი“.
მისი თქმით, ევროკავშირმა „ირანის მკვლელი რეჟიმის“ ქმედებებს სანქციებით უპასუხა და ამავდროულად, ხელი შეუწყო „დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას“.
„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“, - დასძინა მან.
1772273520
მსოფლიოირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების „პირველი ტალღა“ გაუშვეს
ირანის პარამილიტარულმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების „პირველი ტალღა“ გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ძალებმა ასევე გაავრცელეს გაფრთხილება,...
1772272612
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ოთხი წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრ...
1772271683
ახალი ამბებითბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
ბოლო ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკ...
1772270276
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. „ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის მასშტაბ...
1772269734
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, მასუდ პეზეშკიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი „სრულად ჯანმრთელადაა“, - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის წინაა...































