სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.

„როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით“,- განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761588685

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც პედაგოგების საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული

 თქვენდამი უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა საქართ...

მიხეილ ყაველაშვილ

1761587779

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომასა და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე

 მოხარული ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს საშუალება მაქვს სიტყვით მოგმართოთ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში. დღევანდელი თარიღი შერჩეულია ყველაზე საპატიო და ლოგიკური სახ...

შალვა პაპუაშვილი

1761584285

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე: ძალიან საინტერესოა ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწერა

 ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა...

 ირაკლი კირცხალია

1761582582

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან, ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას ემსახურება

 „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გად...

დიმიტრი სამხარაძე

1761580684

ახალი ამბები

ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

ლაშა ბასლანძე