შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომასა და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე
მოხარული ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს საშუალება მაქვს სიტყვით მოგმართოთ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში. დღევანდელი თარიღი შერჩეულია ყველაზე საპატიო და ლოგიკური სახით - დღეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი. 185 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიბადა უდიდესი ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ, „აი-იას“ შემქმნელი, იაკობ გოგებაშვილი,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, განსაზღვრავენ მასწავლებლები.
,, მთელი ქართული თანამედროვე ცოდნა, განათლება, პედაგოგიკა, ქართული ენა, ანბანი, წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტს, რომელსაც მეცნიერული და საყოველთაო ფორმით საფუძველი იაკობ გოგებაშვილმა ჩაუყარა. მას შემდეგ ეს პრაქტიკა და მემკვიდრეობა არასოდეს გაწყვეტილა, მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, რაც გასული საუკუნენახევრის განმავლობაში საქართველომ გამოიარა. დღეს ჩვენ გვხვდა პატივი და პასუხისმგებლობა მივხედოთ ჩვენი სამშობლოს საუნჯეს - დაგროვილ ცოდნას, ეროვნულ თვითშეგნებას და მომავალ თაობას. მასწავლებელი წარმოადგენს და უნდა წარმოადგენდეს ჩვენნაირი, მრავალჭირნახული ქვეყნის მთავარ ფასეულობას, რადგანაც სწორედ თქვენ ხართ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენს წინაპრებსა და ჩვენს შთამომავლობას შორის. აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, განსაზღვრავთ თქვენ, მასწავლებლები. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომას და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე.,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დაგეგმილ განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლი აქვთ მასწავლებლებს.
,,დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას შეეხება. ჩვენ ველით განათლების სფეროს ისეთ სრულფასოვან და ყოვლისმომცველ გადააზრებას და ინტეგრაციას სახელმწიფოს შრომის, ცოდნისა და მეცნიერების სექტორებთან, როგორსაც იმსახურებს ჩვენი სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა, მისი ისტორია და მისი სუვერენიტეტი. ამ პროცესში კი ცხადია უმნიშვნელოვანესია მასწავლებლების, პედაგოგების, მეცნიერების როლი. თქვენი შრომის დაფასება, შრომის ნაყოფიერების ზრდა, უფრო მეტ, გაცილებით ხელშესახებ შედეგად უნდა იქცეს. სწორედ ასე ავაშენებთ ერთიან, ძლიერ და მომავლის საქართველოს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1761588685
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც პედაგოგების საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული
თქვენდამი უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა საქართ...
1761586954
ახალი ამბებისამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი...
1761584285
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე: ძალიან საინტერესოა ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწერა
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა...
1761582582
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან, ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას ემსახურება
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გად...
1761580684
ახალი ამბებილაშა ბასლანძე გარდაიცვალა
მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.


























