მიხეილ ყაველაშვილი: მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც პედაგოგების საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული
თქვენდამი უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მიესალმება თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
„მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც თქვენი საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული. ბოლო წლებში, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი ერთ-ერთი მაგალითი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ დაწესებაა. მიხარია, რომ ინიციატივა, რომელიც პირველად 2 წლის წინ განხორციელდა, საზოგადოებაში ასეთი მოწონებით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, მისი მასშტაბები წლიდან-წლამდე გაიზრდება და ამ პროცესში მეტი მასწავლებელი ჩაერთვება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ პირადად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, წელს, პირველად, საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში 5 ღვაწლმოსილი მასწავლებელი შეირჩა და დაჯილდოვდა, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან. მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით მოგესალმოთ!“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ლაურეატებს კიდევ ერთხელ მიულოცა და სამშობლოს და შვილების უანგარო სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.
„მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემიის მიღებას. თითოეულ ქართველ პედაგოგს კი კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენი სამშობლოს და შვილების უანგარო სიყვარულისთვის, თქვენი ამაგისთვის, რომელიც შეუფასებელია. გისურვებთ წარმატებებს და ულევ ენერგიას! იმისთვის, რომ კიდევ უამრავი ღირსეული, პატრიოტი ქართველი გაუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
1761587779
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომასა და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე
მოხარული ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს საშუალება მაქვს სიტყვით მოგმართოთ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში. დღევანდელი თარიღი შერჩეულია ყველაზე საპატიო და ლოგიკური სახ...
1761586954
ახალი ამბებისამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი...
1761584285
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე: ძალიან საინტერესოა ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწერა
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა...
1761582582
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან, ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას ემსახურება
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გად...
1761580684
ახალი ამბებილაშა ბასლანძე გარდაიცვალა
მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.


























