საპატრიარქო: ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

„ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას.

აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე, ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია.

სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753210239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი

1753209274

მსოფლიო

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

1753208083

მსოფლიო

მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...

ზოგადი

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი