საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კახეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცება ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებას, ასევე, ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764745095

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმი/ზეთის ხარისხს ამოწმებს - შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვე...

 სურსათის ეროვნული სააგენტო

1764743145

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, უფლებების დაცვას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საქართველოს კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნათლად აყალიბებს უფლებებსა და ღირებულებებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპულ...

მიხეილ ყაველაშვილი

1764742259

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან

„არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. პრეზიდენტის თ...

მიხეილ ყაველაშვილი

1764741416

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნები...

მიხეილ ყაველაშვილი

1764740380

საზოგადოება

პრეზიდენტი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში: ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან, ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა, ეს აბსურდია

ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ „დოიჩე ველესთან“ - მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან არაერთ საკითხზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკ...

მიხეილ ყაველაშვილ