მიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, უფლებების დაცვას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საქართველოს კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნათლად აყალიბებს უფლებებსა და ღირებულებებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპულ ღირებულებათა დიდი ნაწილი ქრისტიანული სწავლებებისა და მოძღვრების იდეებზეა დაფუძნებული და სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ.

მისივე თქმით, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს ჩვენს უფლებებსა და ღირებულებებს. გერმანიის კონსტიტუცია ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, უფლებების დაცვას. ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია. ევროპულ ღირებულებათა დიდი ნაწილი სწორედ ქრისტიანული სწავლებებისა და მოძღვრების იდეებზეა დაფუძნებული.

ქართველები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ პრინციპებსა და ტრადიციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მმართველი პარტია ქორწინებას მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად აღიარებს. ჩვენი პოლიტიკა ტრადიციული ღირებულებების დაცვასა და ახალგაზრდა თაობის ლგბტ თემის პროპაგანდისგან დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773259978

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE...

ირაკლი კირცხალია

1773259937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამ...

შალვა პაპუაშვილ

1773258889

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ირაკლი კირცხალია

1773258854

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალი

1773257077

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირვე...

შალვა პაპუაშვილი