პრეზიდენტი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში: ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან, ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა, ეს აბსურდია

ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ „დოიჩე ველესთან“ - მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან არაერთ საკითხზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნება.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა ქვეყნისთვის საჭირო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება; ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საქართველო შეუერთა ყველა სანქციას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა.

„პირველ რიგში, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, დაწყებული მედიიდან. რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალება განსხვავებულია, მაგრამ თუ გსურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული.

მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.

ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან. ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა. ეს აბსურდია“, - აცხადებს ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786349153

ახალი ამბები

შსს 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფ...

შსს განცხადება

1786348411

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...

40 შეკვრა

1786346456

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...

ირაკლი კირცხალია

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია