სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმი/ზეთის ხარისხს ამოწმებს - შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ფრიტურული ცხიმი/ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით (VITO ზეთის ტესტერი) რეგულარულად აკონტროლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნესოპერატორებს, მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს.
მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება (დადგენილება N 605). დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის/ზეთის ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებს. კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 1️5-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1764743145
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, უფლებების დაცვას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საქართველოს კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ნათლად აყალიბებს უფლებებსა და ღირებულებებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპულ...
1764742259
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან
„არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. პრეზიდენტის თ...
1764741416
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე
„ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნები...
1764740380
საზოგადოებაპრეზიდენტი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში: ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან, ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა, ეს აბსურდია
ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ „დოიჩე ველესთან“ - მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან არაერთ საკითხზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკ...
1764739941
საზოგადოებარიმა ბერაძე BBC-ის სტატიაზე: მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ
„მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ BBC-ს სტატიაზე ს...


























