საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირებას ახდენდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784926069

მსოფლიო

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო, 110 000 ადამიანია ევაკუირებული

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრების გამო 110 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „ჩვენ არასდროს გვინახავს ამ მასშტაბ...

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში

1784924661

ახალი ამბები

POS TV-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას მართვის მოწმობა 6 თვით შეუჩერდა, რადგან მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას მართვის მოწმობა 6 თვით შეუჩერდა. ის „ფიატის“ მარკის ავტომობილს აბაშიძის ქუჩაზე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რაც ალკოტესტმა დაადასტურა. ბოკუჩავა დ...

თინა ბოკუჩავა

1784922363

მსოფლიო

ხანძარი მადრიდთან - ევაკუირებულია 25 ათასამდე პირი

„მადრიდთან გავრცელებული ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეთა შესაძლებლობებს აღემატება“, – ამის შესახებ კარლოს ნოვილიომ, რეგიონული მთავრობის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, ც...

ხანძარი მადრიდთან

1784922056

ახალი ამბები

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან- ინოვაციურ ბიზნესამდე

„ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან - უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან - ინოვაციურ ბიზნესამდე“, -...

ავთანდილ კასრაძე

1784921743

ახალი ამბები

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე

„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და...

ავთანდილ კასრაძე