ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან- ინოვაციურ ბიზნესამდე
„ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან - უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან - ინოვაციურ ბიზნესამდე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.
მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არსებულ ინტერაქციულ-სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმის მისიაა ადამიანების შთაგონება ექსპერიმენტისთვის, სამყაროს გასაგებად და პასუხისმგებლიანი მოქმედებისთვის.
„ბავშვს, მოსწავლეს, მშობელს, სტუდენტს, მასწავლებელს და ნებისმიერ ვიზიტორს, მეცნიერებასთან პირველი შეხება აღარ ექნება მხოლოდ წიგნიდან. მას შეეძლება საკუთარი ხელით გამოცადოს მოძრაობა, ხმა, სინათლე, ძალა, ენერგია, ლოგიკა, ელექტრობის ძირითადი პრინციპები. ასეთ სივრცეში ცნობისმოყვარეობა აღარ არის აბსტრაქტული სიტყვა - ის გარდაიქმნება გამოცდილებად“, - აღნიშნა GITA - ს თავმჯდომარემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა TUMO-ს ცენტრი - მსოფლიოში აღიარებული კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, მოდელი აერთიანებს თვითსწავლებას, ვორქშოპებს და პროექტულ ლაბებს და ამ ყველაფერს აწყობს პერსონალურ სასწავლო გზად.
TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა არის სრულიად უფასო და ექსკლუზიურად 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის.
1784921168
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში
„დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ...
1784918551
ახალი ამბებიხანძარი თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - მეხანძრე-მაშველებმა კაცი გადაარჩინეს
ხანძარი იყო თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე. ცეცხლი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...
1784916238
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი
„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...
1784916032
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება
„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰ...
1784914650
მსოფლიოსტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა
„მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის“, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა სტივენ ჯერმმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყ...































