ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე

„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.

ავთანდილ კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქუთაისში გაჩნდა ადგილი, სადაც მომავალი არის არა მხოლოდ სასაუბრო თემა - არამედ იქცა ყოველდღიურ საქმედ.

მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრეაქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

„ტექნოლოგიური პარკი არის ჰაბის ბირთვი, სადაც ინტერესი უკვე გადადის საკუთარი ხელით პროდუქტების შექმნაში. ჰაბში თავს იყრის რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT სისტემების, AI მოწყობილობების, FabLab-ის, 3D პროტოტიპირების, STEAM ლაბორატორიებისა და ვირტუალური რეალობის სტუდიის ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფრიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო რობოტიკა, რადგან ის ერთ სივრცეში აერთიანებს თითქმის ყველაფერს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიას ქმნის: მექანიკას, ელექტრონიკას, პროგრამირებას, სენსორებს, დიზაინს და გუნდურ მუშაობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რობოტიკა არის ადგილი, სადაც ცოდნა იწყებს მოძრაობას. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიწყოს მომავალი ინჟინერის, პროგრამისტის, კონსტრუქტორის, მკვლევრის ან ტექნოლოგიური მეწარმის გზა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე.

„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა სტარტაპებისა და მეწარმეობის სივრცეები, coworking ზონები, საკონფერენციო ინფრასტრუქტურა, ტრენინგებისა და შეხვედრების ოთახები, Growth Hub და საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი. ეს ყველაფერი ჰაბს აძლევს მეორე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას - ტექნოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში და ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტსაც, რომ შენობაში განთავსდება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ოფისები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ქუთაისის მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784918551

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - მეხანძრე-მაშველებმა კაცი გადაარჩინეს

ხანძარი იყო თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე. ცეცხლი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...

ხანძარი თბილისში

1784916238

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი

„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1784916032

ახალი ამბები

პრემიერი: დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება

„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰ...

ირაკლი კობახიძე

1784914650

მსოფლიო

სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა

„მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის“, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა სტივენ ჯერმმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყ...

სტივენ ჯერმი

1784913054

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარ...

საქართველოს მთავრობი