საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ასევე, მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.

სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის ასევე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი განსაკუთრებით - თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.

სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატოსთვის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1780291248

ახალი ამბები

გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ად...

გივი მიქანაძე

1780289292

ახალი ამბები

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა ს...

 ბავშვთა დაცვი

1780259834

ახალი ამბები

ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი — „თბილისის ურბანული ტყე“ — დასრულების ეტაპზეა

ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი — „თბილისის ურბანული ტყე“ — დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგულია 700 0...

ფონდი „ქართუს

1780258590

ახალი ამბები

პირველ ივნისს ნინოობა აღინიშნება

დღეს 1-ელ ივნისს ნინოობაა. მართლმადიდებლები წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.  მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში,...

ემიგრაცია

1780257055

ახალი ამბები

საფრანგეთი ლიბანის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ბოფორტის ციხესიმაგრე და...

 ჟან-ნოელ ბარო