კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის ინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება 2025 და 2026 წლის ანგარიშების მიხედვით აქვს. გლობალურ რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულში გამწესდა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ.
საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ევროპაში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, დანია, ფინეთი და შვედეთი იკავებს, ბოლო პოზიციებზე კი ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, რუსეთი და მოლდოვა გავიდა. კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველოს ხელისუფლებამ აღსანიშნავად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში: კეთილსინდისიერი ლიდერობა - 41-ე ადგილი სასამართლო სისტემის ხარისხი _ 33-ე ადგილი ბიუროკრატიის ხარისხი - 25-ე ადგილი სტაბილური ბიზნესს რეგულაციები მე-20 ადგილი გამჭვირვალობა მე- 14 ადგილი ინვესტიციების მოზიდვა მე-12 ადგილი
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის,სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
1780257055
ახალი ამბებისაფრანგეთი ლიბანის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ბოფორტის ციხესიმაგრე და...
1780254406
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი, ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუ...
1780254323
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება...
1780252730
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით, იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც, პოლიციის საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება
იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე. თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს ს...
1780251855
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
„ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს“, - ამის შ...































