სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.
„მსჯავრდებულმა ნოდარ ტატუნაშვილმა 2026 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა, უარს ამბობდა საკვების მიღებაზე და იღებდა მხოლოდ სითხეს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტი თუ გონებაზე იმყოფება, თავად განსაზღვრავს როგორც საკვების მიღების, ისე შესაბამისი მკურნალობის ჩატარების საკითხს. მსჯავრდებული უარს აცხადებდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებასა და ვიტალური პარამეტრების კონტროლზე.
ამასთან, აპრილში მას შეეთავაზა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას არაერთხელ შესთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მკურნალობის მიზნით გადაყვანა, რაზეც თავდაპირველად უარს აცხადებდა, საბოლოოდ, 2026 წლის 13 მაისს მოხერხდა მსჯავრდებულის დაყოლიება და მან თანხმობა განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე.
2026 წლის 14 მაისს მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი შიმშილობის შედეგების მართვისა და სტაციონარული მეთვალყურეობის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.
მსჯავრდებული გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად იყო კონტაქტური შიმშილობისგან ფიზიკურად დასუსტებული. მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, საკვების მიღებასა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებაზე ნოდარ ტატუნაშვილი უარს აცხადებდა, რაც, შესაბამისად, შეუძლებელს ხდიდა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, იგი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1780292853
ახალი ამბებიკარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის ინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ...
1780291446
ახალი ამბებისიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამ...
1780291248
ახალი ამბებიგივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ად...
1780289292
ახალი ამბები1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა ს...
1780259834
ახალი ამბებიფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი — „თბილისის ურბანული ტყე“ — დასრულების ეტაპზეა
ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი — „თბილისის ურბანული ტყე“ — დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგულია 700 0...































