საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში, სადაც 22-26 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესია იმართება, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრა გამართა თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც მევლუდ ჩავოშუღლუ ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების რიგი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ხაზი გაუსვეს გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისათვის. ასეთი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ აჩვენებს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გაღრმავებულ საპარლამენტო დიპლომატიას.

მევლუდ ჩავოშუღლუმ თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748076808

ახალი ამბები

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მანამდე კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაი...

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

1748075148

საზოგადოება

პარლამენტში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქალები დამოუკიდებლობისთვის: წარსულიდან მომავლამდე“ გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადილის ნინო წილოსანის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქალები დამოუკიდებლობისთვის: წარსულიდან მომავლამდე“ გაიმართა. მოწვე...

„ქალები დამოუკიდებლობისთვის

1748073807

ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე...

26 მაისის ღონისძიებები

1748072149

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ კარიკატურისტი მეტრეველი ჩერგოლეიშვილზე: ერთ-ერთ შეხვედრაზე წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო, დღესაც ვნანობ რატომ არ ვკითხე, მაშინ რის გამო გაჩუმდა

„ნაცმოძრაობის“ კარიკატურისტი ნუგზარ მეტრეველი „ფედერალისტების“ ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის მონაყოლ ისტორიას იხსენებს, როდესაც მას „ნაცმოძრაობის“ დროს, ციხეში დახმარება სთხოვეს, შემდეგ კი თხოვნა შეცვა...

 თამარ ჩერგოლეიშვილზე

1748069757

სპორტი

ისტორიაში მეოთხედ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურში „ნაპოლიმ“ „კალიარის“ 2-0 მოუგო. გოლები სკოტ მაკტომინეიმ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. ამის შესახებ გამოცემა sportbox იუწყება. ამ გამარჯვების შემდეგ „ნაპოლიმ“ 82 ქულა მოიპო...

ისტორიაში მეოთხედ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა