საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა


მიღწეული შედეგების შეჯამებისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ, თანამედროვე ინფრასტრუქტურამ და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებამ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა
კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა.

გეკა გელაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა მიგრაციის დეპარტამენტის კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე – მიმდინარეობს დროებითი განთავსების ცენტრის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომელიც წელს დასრულდება. ცენტრი გათვლილი იქნება 150 დაკავებულ არალეგალ პირზე. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია.

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებულია 1300-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 207%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა ქვეყნიდან, ვიდრე ჯამურად ბოლო 10 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით წარმატებები უსურვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771241313

ახალი ამბები

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი...

კახა კალაძე

1771241270

ახალი ამბები

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სოცი...

კახა კალაძე

1771235865

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაცხადებთ, რომ აშშ-სთან გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ, ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მარკო რუბიოს მხრი...

ირაკლი კობახიძე

1771235800

ახალი ამბები

პრემიერი: უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე პირადად შევთავაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ ხელმძღვანელობის ლიდერობით

„მე ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის...

ირაკლი კობახიძე /

1771235717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე