სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარაძესა და ბათუმის ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.

საქპატენტის თავმჯდომარემ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას გადასცა 2-6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი 275 ერთეული დამტკიცებული კურიკულუმის სახელმძღვანელო და 100 ერთეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი. აღნიშნული მასალა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა საქპატენტსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის 2025 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული კურიკულუმის სახელმძღვანელო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი, რომელიც შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვან და ეფექტიან განხორციელებას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევასა და ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებას.

2025 წელს სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს ასევე გადასცა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები, რომლებშიც ასახულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო, შემეცნებითი ხასიათის ისტორიები.

საქპატენტისა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პატარებში კრეატიული უნარების განვითარებისა და სიახლეების აღქმის წახალისება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771233736

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით

„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მი...

ირაკლი კობახიძე

1771229688

ახალი ამბები

პაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...

შალვა პაპუაშვილი

1771227891

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს

„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...

მარიამ ქვრივიშვილ

1771226502

ახალი ამბები

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...

სუსისსუსის

1771226164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვი...

მარიამ ქვრივიშვილი