საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული და ეკონომიკური ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივებს შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამაგალითოა ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე , თანასწორობაზე და ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში ვმონაწილეობთ, ასევე, ბევრ საკითხებში ვართ თანხვედრაში. ეკონომიკური კუთხით საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა სამაგალითოა. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და განვითარდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის, ამ პროცესში საჭიროების შესაბამისად, თავისი წვლილის შეტანა გააგრძელოს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753210239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი

1753209274

მსოფლიო

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

1753208083

მსოფლიო

მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...

ზოგადი

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი