საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში ბელგრადში განხორციელებული ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე გამართული პირველი ვიზიტი იყო, დღეს კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად სტუმრობს თბილისს, რაც საქართველო-სერბეთის პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს თვისებრივად ახალ იმპულსს შესძენს.
შეხვედრისას ლიდერებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. გაჟღერდა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რასაც მოწმობს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკაც, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი სტაბილურობის მიღწევასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გაღრმავებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
1781523617
საზოგადოებაკახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზო...
1781523518
საზოგადოებაკახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მა...
1781522654
საზოგადოებასერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთ...
1781521066
საზოგადოებათბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთ...
1781520020
საზოგადოებანინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რ...


























