კახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას

 თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.

ამის თაობაზე მან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პარამეტრითა და სტატისტიკით მოწინავე ქვეყანაა.

„რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნარატივი. არავინ უყურებს, როგორი წინსვლა აქვს ქვეყანას და რა რეფორმებია განხორციელებული, რა წინგადადგმული ნაბიჯებია. როგორ შეიძლება, საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ამ კონკრეტულ ქვეყნებში ხდება? მოლდოვა რომ ავიღოთ, საუბარია რუმინეთისთვის მიერთებაზე. უკრაინაში რაც ხდება და რამდენად მძიმე მდგომარეობაა, ყველა ვხედავთ - ომი, კორუფცია. არ მინდა, დავიწყო ამ ქვეყნების შეფასება.

მე შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, თუ რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები გადაიდგა - ყველა პარამეტრით, სტატისტიკით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით, რაც შემთხვევით არ მოდის. ეს მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები ისმის, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.

„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი. რა თქმა უნდა, ისინი ამას აპროტესტებენ, როგორ ვიკადრეთ და გავბედეთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა - არ შევუერთდით სანქციებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ხალხი ხომ უყურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას? შესაბამისად, მსგავსი ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, პირველ რიგში, აზიანებს იმ ბიუროკრატებს, რომელთაგანაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისთვის და ამის შესახებ განცხადებაც არაერთხელ გაკეთებულა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა, რომ მზად ვართ, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ გაფართოებაზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს; როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის - ის, რისთვისაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781522654

საზოგადოება

სერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა

 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1781521066

საზოგადოება

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

 თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთ...

კახა კალაძე

1781520020

საზოგადოება

ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად

 საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რ...

ნინო წილოსანი

1781519917

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი

 საქართველოსთან მიმართებით ისინი, თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით პოზიციის კორექტირებას და შეცვლას ვერ ახერხებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1781519852

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის

 მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერც მოლდო...

არჩილ გორდულაძე