საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა ამ მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობები არსებობს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და ორმხრივ დიალოგს დამატებით იმპულსს შესძენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღინიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია და ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ორივე მხარემ ხელი შეუწყოს პარტნიორობის წახალისებას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებზე.
საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























