სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა.
„ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება მხოლოდ შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში. ჩვენ ჯერ ბუნებრივია არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამისად რომ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სამართლებრივ ნიუანსებს გავეცნობით, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. მტკიცებულებები, რაც გვქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გაიზიარა სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი დამნაშავედ ცნო, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.
ამავე თემაზე:
🔵მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































