"საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი, უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული" - მიხეილ სარჯველაძე
"დიახ, რა თქმა უნდა, საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული და არა იმისთვის, რომ რეალურად რაც გაცხადებული დევიზი იყო, იმისთვის სამსახური დაედასტურებინა",- ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინდელ აქციაზე შეფასებისას განაცხადა, სადაც ათი ათასობით ადამიანი ევროპული მომავლის დასაცავად შეიკრიბა.
"იქ ხალხი სხვადასხვა მოტივაციით იყო იქ ხალხი მისული, მათ შორის იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალია, მისულიყო იქ და ეს პოზიცია დაეფიქსირებინა.
ბევრი ამბობდა ამას ღიად, რომ სადაც და რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს სათქმელი, ყველგან მზადაა, დააფიქსიროს. მაგრამ საუბედუროდ, ყველა ასეთი არ იყო იქ.
იყო ნაწილი, რომელიც ცდილობს საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნით გამოიყენოს ეს, როგორც, მაგალითად, იყო მცდელობები.
თუ დააკვირდებით რიტორიკას, რომელსაც გვთავაზობს მაგალითად, სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება, ან ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, დიახ, რა თქმა უნდა, საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული და არა იმისთვის, რომ რეალურად რაც გაცხადებული დევიზი იყო, იმისთვის სამსახური დაედასტურებინა.
ნამდვილად იყო მცდელობები, რომ ვიწრო პარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული",- განაცხადა სარჯველაძემ.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად 20 ივნისს სიმბოლურ ადგილას საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი.
რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების რიცხვს, სპეციალური პლატფორმის მიხედვით, რომელიც სივრცისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით დათვლის საშუალებას იძლევა, რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 100 000-ს აღემატებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍არესტოვიჩი: ომის დაწყებიდან ამ დრომდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
1790587943
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფ...
1790586401
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...
1790585509
საზოგადოებაე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნ...
1790584822
სპორტიახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...
1790582530
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...


























