სები საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკას აქვეყნებს

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27.1 მლრდ აშშ დოლარი (73.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.7 პროცენტია. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 252.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 574.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 257.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვალი ფასის და სხვა ცვლილებების გამო ასევე შემცირდა შესაბამისად: 12.5 და 51.5 მლნ აშშ დოლარით.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 772.8 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 481.8 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.2 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.8 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 85.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 31.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 13.4 პროცენტია.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 8.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 7.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 617.6 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალდებულებებიდან 470.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

____________________________

1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ-ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782821168

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა - სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა, შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის მთავრობის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის განცხადებით, სხდომაზე გამოიკვეთა აჭარის რეგიონის განვითარების ფორმულა „სწორად იდენტიფიცირე...

ცოტნე ანანიძე

1782820439

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას

„მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შ...

ვახტანგ ცინცაძე

1782818876

ახალი ამბები

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვ...

პროკურატურა

1782817592

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად“, - გან...

ლევან მახაშვილი

1782817586

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს. როგორც მან ბიზნესის თავისუფლება...

კახა კალაძე