ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას
„მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შეფასებისას.
მაისის თვის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდა სექტორების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ჯანდაცვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ის ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება, მათ შორის საგარეო ვაჭრობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის მონაცემებით, ექსპორტის დაახლოებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 66%-ს აჭარბებს. ამასთან, სხვა სექტორული მიმართულებებითაც წინასწარი მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო თვეებში იმაზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო თუ საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1782815990
ახალი ამბებიკახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ...
1782815055
ახალი ამბებიკახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც კალაძემ მედ...
1782814583
ახალი ამბებიეკატერინა ივანიშვილის მიმართვა ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს
„მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ...
1782814013
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო. მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავ...
1782812810
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
„ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ოპოზიციის აგენტურულ ჯგუფებში“, – ამის შესახებ პარლამე...































