ჯაბა ხუბუა: რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული, თანაც, ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომატიური მისიის დასასრულს სიმბოლურად დაემთხვა.
მისივე თქმით, გერმანიის ნაკრებმა ჩემპიონატზე ისევე უსახურად დაასრულა ასპარეზობა, როგორც ფიშერმა საქართველოში, ამასთან, როგორც ელჩისთვის, ისე ნაკრებისთვის, რიცხვი 41 ნავსიანი აღმოჩნდა.
„რა საოცრად დაემთხვა დროში ერთმანეთს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული. თანაც, გერმანიის ნაკრები მუნდიალის 1/16 ფინალიდან ისევე უგერგილოდ და უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი და უსიამოვნო იყო გერმანიის ელჩ ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიის ნაკრებისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარაგვაის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს“, - წერს ხუბუა X-ზე.
1782818876
ახალი ამბებიპროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვ...
1782817592
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად
„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად“, - გან...
1782817586
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს. როგორც მან ბიზნესის თავისუფლება...
1782815990
ახალი ამბებიკახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ...
1782815055
ახალი ამბებიკახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც კალაძემ მედ...





























