შაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ „დაიცავი ილიაუნის“ „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება - საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების საჭიროებებზე

 „ბავშვების თემას ამოფარებული „დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ფარულავა კურირებს“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „დაიცავი ილიაუნის“ წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ფულს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ეტლებისა და სხვა საჭიროებებისათვის აგროვებენ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ამისთვის ისედაც აქვს თანხები გამოყოფილი.

კუჭაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომლითაც, საეჭვო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ.

„ახლა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება. ანუ, ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და, რეალურად, საერთოდ არ ყოფილა საუბარი წამალზე - საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე. არადა, ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის, თავისი მასაჟებითა და კურსებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაა საეჭვო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის“, - წერს შაკო კუჭაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779539437

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი - რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს

 „26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს...

ნიკოლოზ მეტრეველი

1779535455

ახალი ამბები

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო

 საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. „სახელმწიფო უს...

პროკურატურა

1779535270

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს

 მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი ა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1779532544

ახალი ამბები

გიორგი ფხაკაძე დიუშენის დაავადებაზე: მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო European Medicines Agency-მ (EMA) მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ/საცდელ გენურ თერაპიას

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დიუშენის დაავადებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი განკურნება, ამ ეტაპზე, თანამედროვე მედიცინისთვის შეუძლებელია. „დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია...

ფხაკაძე

1779530477

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგ...

დაკავებადაკავება