ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს
მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს - თავისუფალი სიტყვის ჩახშობით ადამიანები სიმართლეს ვერ გაიგებენ, რის გამოც განსხვავებულ აზრს, ევროპის სახელით დევნიან.
„სწორედ ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ე.წ. ლიბერალური დემოკრატიული მეინსტრიმი გამეფებული ანუ ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს. ეს არის შეტევა თავისუფალ სიტყვაზე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტში „იმედის“ საქმიანობის აკრძალვა, სწორედ მისი და გუნდის აღმოსავლური პოლიტიკის კოორდინატორის, ელენე მეტრეველის ერთობლივი ინიციატივის დამსახურებაა.
1779523085
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილმა 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა...
1779521208
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პარაკლისს აღა...
1779521058
ახალი ამბებინარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით მარიხუანა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით მარიხუანა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ...
1779519547
მსოფლიოაფეთქება ჩინეთის ქვანახშირის მაღაროში - დაღუპულია 90 ადამიანი
ჩინეთის პროვინცია შანსიში მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, როცა მაღაროში 24...
1779517893
ახალი ამბებიქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეებისა და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენ...































