14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2021/05/19/308/dakaveba_w_h.jpeg)
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.
გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე „Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.
სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
1738832628
ახალი ამბებიყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში
„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენ...
1738831254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში
„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...
1738830658
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...
1738828063
მსოფლიოარგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს
არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...
1738826224
ახალი ამბები„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია“ - თეა წულუკიანი
„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია. უხეშად ვამბობ, მაგრამ ყრია. გავთქვამ ჩემს თავს და მიფიქრია, მაგალითად, ახლა მე რომ ვიჯდე მეორე მხარეს, რამდენი რამეა სათქმელი. არ იყენებენ [ამ შესაძლებ...