შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი დარჩება 9 მაისად, რადგან ეს დღე ჩვენია - ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ
„9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა.
მისი თქმით, საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო - ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით.
„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. იყავი ბედნიერად შენი შვილებით, შენი შვილიშვილით, მარგალიტ..“, - 9 მაისამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი ბოლო აღმოჩნდა.
ამ ერთ წინადადებაშია ომის მთელი ტრაგედია - სიყვარული, იმედი და სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანის სიმშვიდე.
9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო.
დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავდეს ამ ომში დაღუპული.
დიდი სამამულო ომი დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, აისახა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ფილმებში, რომლებიც აცოცხლებენ ამ საშინელი ომის ეპოქას, სულისკვეთებას და მსხვერპლს. ეს მეხსიერება იქცა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად.
სწორედ ამიტომ გახდა ეს თარიღი შეტევის სამიზნე. ისინი, ვინც ერის იდენტობის შეცვლას ცდილობენ, მოგვიწოდებენ, „კრიტიკულად გადავიაზროთ“ ჩვენი წარსული, დავგმოთ მისი საბჭოთა ხასიათი, გავუთანაბროთ ფაშიზმს და გადავაყოლოთ მას ყველაფერი, რაც კი იმ დროს შექმნილა, აშენებულა, თუ განვითარებულა.
საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო - ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით.
ამ წარსულის კვლევა ისტორიის და ისტორიკოსების საქმეა. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ მოწოდებებსა, თუ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეხსიერების, იდენტობის და ისტორიული თვითშეგნების შეცვლისკენ, ისტორიის გადაწერისკენ.
სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია“, რვა მაისი - „ევროპული“; რომ თითქოს, ერთადერთი, რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ“, ან „ევროპულ“ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე.
ეს არჩევანი ყალბია, ამგვარი მსოფლმხედველობა კი არაადეკვატური და დამღუპველი. ერი უნდა იყოს თვითმყოფადი, თავისთავადი, მოაზროვნე და მყარ ფეხზე მდგომი. ერმა არ შეიძლება იცხოვროს ტრავმული, დაზიანებული, საკუთარი იდენტობისგან დაცლილი აუთსაიდერების ისტერიისა, თუ ტერორის მიხედვით.
სწორედ ამიტომ, 9 მაისი დარჩება 9 მაისად, რადგან ეს დღე ჩვენია - ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ.
მარადიული იყოს ხსოვნა ყველა მეომრის, ყველა გმირის, ომის ყველა მონაწილისა და ჩვენი წინაპრის!
დიდხანს სიცოცხლე ყველა ვეტერანს, ყველას, ვისაც ახსოვს ის საშინელი დრო.
გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“, - წერს პაპუაშვილი.
1778266613
მსოფლიოტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „რუსეთში ეს დღესასწაული გამარჯვების დღეს ეძღვ...
1778265798
საზოგადოებაკევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა
ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ ა...
1778264313
ახალი ამბებიახალციხეში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა. და...
1778263082
მსოფლიობრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს
ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ად...
1778261068
მსოფლიორობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...


























