შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ბიბისის“ წინააღმდეგ საჩივარი მომზადებულია
საჩივარი მომზადებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვადა სარჩელის შესატანად და აუცილებლად შევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცედურაა, რომ თავდაპირველად საჩივრის შეტანა უნდა მოხდეს “ბიბისის“ შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში.
„შესაბამისად ჩვენ უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას. იმედი გვაქვს, რომ ამდონეზევე BBC აღიარებს იმას, რომ ის სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია. თუ არ აღიარებს მაშინ სხვა ინსტანციებს მივმართავთ. მარტივია რასაც ვითხოვთ, იყო მანიპულაციური სიუჟეტი და შესაბამისად ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება ამ ყველაფერს ნახავთ.
ამ ეტაპზე არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბროთ შინაარსი რა იქნება. როცა გასაჯაროვდება, მაშინ იქნება ცნობილი. არის შესაბამისი პროცედურები. პირველი ეს გახლავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ ამ შემთხვევაში მაინც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები: მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით რომლითაც საჭიროა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1767892872
მსოფლიოგრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს
გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რე...
1767890724
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-მა ვენესუელა შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ᲩᲕᲔᲜ ᲐᲦᲕᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲕᲔᲜᲔᲡᲣᲔ...
1767888373
მსოფლიოკაია კალასის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის საპასუხო გეგმას განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა განიხილა, როგორი იქნება პასუხი, თუ აშშ გრენლანდიის დაკავებას შეეცდება. მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის...
1767885010
მსოფლიოაქცია პარიზში - ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრაქტორით ჩავიდნენ
პარიზში ფერმერები სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გეგმას აპროტესტებენ. როგორც EURONEWS იუწყება, ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრ...
1767881662
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...































