შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად
არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა, ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროტესტში მყოფმა ჯგუფმა გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტა კათოლიკოს-პატრიარქის დაკნინება.
„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ადამიანი, ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად.
მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა – არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პოროორიენტაცია, არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1774507525
ახალი ამბებიორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინას...
1774507184
სპორტისაქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელთან გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხა...
1774506627
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ...
1774505540
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ლიბერალებისთვის, მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება - ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან, რადგან დაინახეს ხალხის რეალური დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ
ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პო...
1774504148
ახალი ამბებისაქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. საქარ...






























