შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მისი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
„უპირველეს ყოვლისა, თავად ფაქტი ვიზიტისა არის უკვე ისტორიული იმ მხრივ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის სრულად დატვირთვის და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.
დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობის მხრივ, რომლებიც სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე იმუშავებენ.
ასევე მოვიწვიე კოლეგა საქართველოში და მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს. მანამდე გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ვიზიტით. ყირგიზეთის შემდეგ ვგეგმავ ასევე ტაჯიკეთში ვიზიტს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის დღეს შევთავაზე საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა იმისათვის, რომ ის ჯაჭვი, რომელიც ჩვენ გვინდა ავაწყოთ სატრანსპორტო დერეფნისა, ამ ჯაჭვში ყველა ქვეყნის პარლამენტები ვიყოთ ჩართული, მისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1793699423
მსოფლიო„ტენერიფეს“ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა
ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, „ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30 წლის ჰესუს დე მიგელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ championat.com იუწყება. ინციდენტი მოედანზე 2...
1793698417
ახალი ამბებითბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში...
1793697526
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ
„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს სოციალურ ქ...
1793696439
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ოპოზიციის ალიანსი იყო ბუტაფორია, „ნაცმოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან
ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო. მათი პატრონების მიერ იყო დაკვეთა, რომ ოპოზიციისთვის შემორჩენილი მიმდევრებისთვის რაღაც განცდა შეექმნათ, თითქოს ოპოზიციური ერთიანი ფრონტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქარ...
1793695782
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ
„ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“, - განაცხადა ფრაქცია „...































