სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს
„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა არც სინანული მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო და არც წარსულის გააზრება. პირიქით, დღესაც მზად არიან, გაიმეორონ ყველა დანაშაული, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ და გაიმეორონ უფრო სასტიკად“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის აკრძალვა იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის დღეებში განმეორდა ის, რაც შარშან დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობისას ხდებოდა, როცა მთელი საქართველო ტელევიზორს იყო მიჯაჭვული.
ახლაც მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა არც სინანული მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო და არც წარსულის გააზრება. პირიქით, დღესაც მზად არიან, გაიმეორონ ყველა დანაშაული, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ და გაიმეორონ უფრო სასტიკად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე და სოციალურ ქსელებში დასცინიან მათ მიერ ნაწამებ ადამიანებს, რომლებიც ამ წამებას სასწაულებრივად ცოცხლები გადაურჩნენ და რომლებმაც ჩვენებები მისცეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას. საკონსტიტუციო სასამართლოში, სოციალურ ქსელებში, ტელეგადაცემებში ღლიცინებენ იმ ადამიანებზე, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობისას.
სასამართლოზე არაერთხელ გაჟღერდა ფრაზა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების „სისტემურ“ და „სისტემატურ“ დარღვევას. ეს შეფასება ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მსგავსი შეფასება არაერთ საქმეში გააკეთა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს აღინიშნა საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეში წერია, რომ 2011 წლის ივნისში, როდესაც ოჩიგავას მე-8 დაწესებულებაში მოათავსეს, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ციხეში ყოფნისას კი დაუმტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხერხემალი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი - ეს შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკეთა. საქმეში წერია, რომ ოჩიგავას „კარანტინის დაშლის“ პროცედურის გავლამ მოუწია, მაშინ როცა ეს გლდანის საპატიმროში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის დროს პატიმრებს ათავსებდნენ ხანგრძლივი დროით, სადაც არ იყო ავეჯი და ისინი იწვნენ ბეტონის იატაკზე. დღის განმავლობაში პატიმრებს არ ჰქონდათ დაწოლის უფლება - მხოლოდ საღამოს ათი საათიდან დილის რვა საათამდე უნდა დაწოლილიყვნენ, დანარჩენი დრო ფეხზე უნდა მდგარიყვნენ. აკრძალული ჰქონდათ ხმამაღლა საუბარი, რასაც დღესაც დაადასტურებს ყველა იმდროინდელი პატიმარი. მას შემდეგაც კი, რაც ოჩიგავა წამების შედეგად გახადეს ეტლით მოსარგებლე, იგი ხმამაღალი საუბრის გამო გაიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სასტიკად სცემეს ხელკეტებით, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გონს მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი გარდაცვლილებთან ერთად. წამების ამგვარ და ხშირად უფრო სასტიკ მეთოდებსაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. აი, ეს არის ის საკითხი, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრები იცინიან და ღლიცინებენ საკონსტიტუციო სასამართლოში და სოციალურ ქსელებში. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სინანული. იგივე დანაშაულებს სიამოვნებით გაიმეორებენ ახლაც, ძალაუფლება რომ ჰქონდეთ. შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესში მათი მონაწილეობის აკრძალვა იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1793695782
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ
„ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“, - განაცხადა ფრაქცია „...
1793694968
ახალი ამბებისოზარ სუბარი: თუ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად
„არის თუ არა სამართლიანობის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ციხეში? ის უკვე მეხუთე წელია საპყრობილეშია და კიდევ კარგა ხანს მოუწევს. რა თქმა უნდა, დღევანდელი პატიმრობა...
1793694883
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის...
1793694863
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს
„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობ...
1793693887
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას...































