ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ
„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კიევთან ახლოს აღმოჩენილია სარდაფი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
მისი თქმით, სადაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება და მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.
„სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იგივე სადისტურ პრაქტიკას იღებ. კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ. სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება. საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1793694863
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს
„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობ...
1793693887
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას...
1793693582
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ,...
1793693543
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...
1793693274
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...































