სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს.

მისი განცხადებით, ელენე თევდორაძე, რომელიც იმ პერიოდში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებადარღვეულთა მხარდაჭერისთვის იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო.

სოზარ სუბარი იხსენებს, რომ ელენე თევდორაძე ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად შევიდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.

„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ხმალამოღებული დამცველი ადამიანის უფლებების და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი.

ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელთან, მათიას იორშთან ერთად, შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას.

 

როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა. რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა - აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებზეც ჩემს მოხსენებაში ვსაუბრობდი. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლო-ბოლო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსოება?!“ მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია,” - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793695782

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ

„ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“, - განაცხადა ფრაქცია „...

ირაკლი კირცხალია

1793694968

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: თუ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად

„არის თუ არა სამართლიანობის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ციხეში? ის უკვე მეხუთე წელია საპყრობილეშია და კიდევ კარგა ხანს მოუწევს. რა თქმა უნდა, დღევანდელი პატიმრობა...

სოზარ სუბარი

1793694883

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის...

სოზარ სუბარი

1793694863

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს

„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობ...

ირაკლი კირცხალია

1793693887

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას...

ირაკლი კირცხალია